ილია და ხალხური შემოქმედება
პროექტის სახელი: ილია და ხალხური შემოქმედება.
პროექტის მოკლე აღწერა:თავს მოიყრის ანდაზები , სენტენციები,მაგიური ფორმულები,
ხალხური მეტყველება, რომლითაც ესოდენ მდიდარია ილიას შემოქმედება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ილიას ნაწარმოებს, დააკვირდებიან
ტექსტებს, მოიძიებენ მის მიერ ათეულობით ჩაწერილ ხალხურ ლექსს, თქმულებას, გადმო-
ცემებს, ლეგენდებს , აფორიზმებს, ანდაზებს, ზღაპრებს, მითოლოგიურ-ლიტერატურული
ხასიათის ტექსტებს.
გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, დააკვირდებიან რა ასახვა ჰპოვა ამ ყველაფერმა
ილიას შემოქმედებაზე.
ბავშვები ისტ-ის მეშვეობით გაეცნობიან ილიას ხელნაწერ ფოტოპირს, რომელიც
დაცულია პ. უმიკაშვილის ფოლკლორის არქივში. Polklori .ge
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მისი წყაროების ახლოს გაცნობით მოსწავლეები შეიცნობენ, როგორ მოაქცია ფოლკლორისა და ინდივიდუალური შემოქმედების ქვეყანა ერთ მთლიანობაში, და როგორ მოუძებნა მან ამ ყველაფერს საერთო პრინციპები.
ცოცხალ ფოლკლურ ტრადიციასაც ხშირად მიმართავდა, ამიტომ ისტ-ის მეშვეობით იმოგზაურებენ და გაივლიან მარშუტს ქართლ-კახეთი, აღმოსავლეთ მთიანეთი, თუშეთი, სადაც ილია ფოლკლორულ-შემკრებლობით მუშაობას ეწეოდა.
შემკრებლობით მუშაობის დროს აღმოაჩენენ ათამდე ფოლკლორულ-სიუჟეტურ ნაწარმოებებს, რომლებიც მხატვრული გადამუშავების გზით სევიდა ილიას პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებში ( არსენას ლექსი, განდეგილის ლეგენდა, ლეგენდა მეფე ერეკლეზე)
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები, ხანგრძლივობა: 3-4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, როგორც ილიას შემოქმედებაძე, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების შესახებაც. ასევე უკეთ გაიცნობენ საქართველოს, კერძოდ ქართლ-კახეთის, მთიანეთის, თუშეთის კუთხეების თავისებურებებს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ვიდეო მასალას, გადაიღებენ სურათებს, ესტუმრებიან საქართველოს კუთხეებს; მოაწყობენ ექს კურსიებს იმ ადგილებში, სადაც კვლავაც ცოცხალია ხალხური ზეპირსიტყვიერება.
სარგებელი სხვებისთვის: საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან მზრუნველობა მოკლებულ და მიუსაფარ თანატოლებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნერბთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლ გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თბილისის 62-ე საჯ სკოლა- ანა მაღალდაძე; თბილისის 161-ე საჯ სკოლა-ნ. ცეცაძე
პროექტის ფასილიტატორის სახელი: M.Mgeladze161@gmail.com
პროექტის ფორუმი: წაიკითხეთ
პროექტის ვებ-გვერდი: http://ilia da xalxuri zepirsityviereba.blogspot.com/